შეერთებულმა შტატებმა ირანის პორტ კეშმსა და ქალაქ ბანდარ აბასს დარტყმა მიაყენა, – ამის შესახებ Fox News-ის ჟურნალისტი ჯენიფერ გრიფინი წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
„აშშ-ის სამხედროებმა ახლახან დაარტყეს ირანის პორტ კეშმს და ქალაქ ბანდარ აბასს, მითხრა აშშ-ის მაღალჩინოსანმა“, – დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ში.
ამავდროულად, ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ ახალი დარტყმები კონფლიქტის განახლებას არ ნიშნავს.
ამერიკის შეერთებულ შტატებს გავრცელებულ ინფორმაციაზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
თავის მხრივ, საინფორმაციო სააგენტო „მეჰრის“ ცნობით, ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემამ თეირანის ცაზე რამდენიმე საჰაერო სამიზნე გაანადგურა.