შალვა პაპუაშვილი – ხმელთაშუაზღვის საპარლამენტო ასამბლეაში დამკვირვებლის სტატუსის მოპოვებაზე: უახლოეს პერიოდში დავიწყებთ უკვე ასამბლეისთვის მიმართვის პროცედურას – იმედი გვაქვს, რომ გვექნება დადებითი შედეგი

“უახლოეს პერიოდში დავიწყებთ უკვე ასამბლეისთვის მიმართვის პროცედურას. იმედი გვაქვს, რომ გვექნება დადებითი შედეგი,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ხმელთაშუაზღვის საპარლამენტო ასამბლეაში დამკვირვებლის სტატუსის მოპოვებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს მნიშვნელოვანია შავი და ხმელთაშუაზღვის რეგიონების თანამშრომლობისთვის.

„უახლოეს პერიოდში დავიწყებთ უკვე ასამბლეისთვის მიმართვის პროცედურას. იმედი გვაქვს, რომ გვექნება დადებითი შედეგი. ასამბლეა წელიწადში ერთხელ იმართება. ასე რომ შემდეგ ასამბლეაზე იმედი გვაქვს, რომ უკვე შესაძლებელი იქნება დამკვირვებელი წევრის სტატუსის მიღება. 
ეს მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ყველა, მათ შორის ამ ასამბლეაზე აღიარებს ერთ რამეს, რომ გლობალური ფორმატები სამწუხაროდ, ვერ ასრულებს იმ ფუნქციას, რომელიც მათ თავდაპირველად ჰქონდათ, ამიტომ რეგიონულ თანამშრომლობას აქვს დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ბევრი ფაქტორის გამო. იმის გამო, რომ გამოწვევები არის მსგავსი. იმიტომ, რომ რეგიონულ პლატფორმებზე მოთანამშრომლე ქვეყნებმა იციან ის გამოწვევები, იცნობენ ერთმანეთს და ამბობენ, რომ მეტი შესაძლებლობაა რეალისტური და შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები ჰქონდეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები