თენგიზ შარმანაშვილი – მამუკა მდინარაძეზე: ამ კოორდინაციას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და პირველი შედეგები დავინახეთ კიდეც

“ამ კოორდინაციას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და პირველი შედეგები დავინახეთ კიდეც,”- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა მამუკა მდინარაძეზე საუბრისას განაცხადა.

“ახალ ამპლუაში უკვე აქტიურად ამოქმედდა და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც ასე იმოქმედებს. ამ კოორდინაციას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და პირველი შედეგები დავინახეთ კიდევაც. ეს არ არის კამპანიური ხასიათის, არამედ მყარი პოლიტიკა ჩვენი სამართალდამცავი ორგანოებისა, რომ რაც უნდა დრო გავიდეს, როდესაც ექნებათ მტკიცებულებები ხელთ, მის რეალიზაციას არ დააყოვნებენ. გენერალური პროკურორი როდესაც საუბრობდა, ის არ შეჩერდა მხოლოდ ამ ხუთ დაკავებულ პიროვნებაზე, ვისაც ბრალდება წარუდგინეს, მან თქვა, რომ ეს გრძელდება, ყველა დეტალი სხვა საქმეებთან მიმართებით ხელმეორედ იქნება გადამოწმებული და ეს საგამოძიებო მოქმედებები არ შეჩერდება,” – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილის, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტებზე დაკავებულ 5 პირს ბრალს დღეს წარუდგენენ. მათ შორის – სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელია, ერთი კი დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები