“რომ არა ასობით ათასი ქართველი, რომელიც იბრძოდა სამამულო ომში, რომ არა 300 ათასი ომში დაღუპული ქართველი, არანაირი ევროპის დღე და არანაირი ევროკავშირი არ იარსებებდა,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, შარშან 9 მაისს ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა „ევროპის დღე“, რომ ერთხელაც არ ახსენა ფაშიზმზე გამარჯვების დღე, 300 ათასი ომში დაღუპული ქართველის წვლილი იმაში, რომ დღეს საერთოდ აქვთ შესაძლებლობა ცხოვრობდნენ ორგანიზაციაში, რომელსაც ჰქვია ევროკავშირი.
„შარშანაც მქონდა ამაზე გამოხმაურება. შარშან 9 მაისს ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა „ევროპის დღე“, რომ ერთხელაც არ ახსენა ფაშიზმზე გამარჯვების დღე, 300 ათასი ომში დაღუპული ქართველის წვლილი იმაში, რომ დღეს საერთოდ აქვთ შესაძლებლობა ცხოვრობდნენ ორგანიზაციაში, რომელსაც ჰქვია ევროკავშირი. რომ არა ასობით ათასი ქართველი, რომელიც იბრძოდა სამამულო ომში, რომ არა 300 ათასი ომში დაღუპული ქართველი, არანაირი ევროპის დღე და არანაირი ევროკავშირი არ იარსებებდა.
მნიშვნელოვანია, ყოველთვის დაფასდეს ქართველების წვლილი ევროპის მშვიდობიან აწმყოში, ასე რომ იმედი მაქვს, ის ხარვეზი, რაც შარშან დაუშვა ევროკავშირის საელჩომ, წელს გამოსწორდება 9 მაისს. საქართველო აღნიშნავს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს და იმედი მაქვს, რომ უცხო ქვეყნის ელჩები და საქართველოს ელჩები პატივს სცემენ იმ ქვეყანას, სადაც იმყოფებიან და დღესასწაულებს, რომელსაც მასპინძელი ქვეყანა აღნიშნავს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.