ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის რობ იეტენის ხელმძღვანელობით მოქმედი პოლიტიკური პარტიის D66-ის შტაბ-ბინაში აფეთქება მოხდა.
მედიის ცნობით, კაცმა საფოსტო ყუთში ხელნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერება მოათავსა.
შემთხვევის დროს ოფისში დაახლოებით 30 ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა არავინ დაშავებულა.
სამართალდამცველებმა ერთ ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს. მომხდარის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია და გამოძიება მიმდინარეობს.
თავად პრემიერ-მინისტრმა აფეთქებას „დაშინების მცდელობა“ უწოდა.