შალვა პაპუაშვილი: რამდენჯერაც ვნახავთ ეკა გიგაურის მოსაზრებებს, იმდენჯერ უნდა მივხვდეთ, რა მავნებლობა აქვს ჩაფიქრებული რომელიღაც უცხოელს, ვინაიდან გამჟღავნებული რუპორები არიან

“რამდენჯერაც ვნახავთ ეკა გიგაურის მოსაზრებებს, იმდენჯერ უნდა მივხვდეთ, რა მავნებლობა აქვს ჩაფიქრებული რომელიღაც უცხოელს, ვინაიდან გამჟღავნებული რუპორები არიან”,- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რას ფიქრობს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განცხადებაზე, რომ ინიცირებული ცვლილებები, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას ეხება, შეუსაბამოა კანონიერების პრინციპებთან.

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ და ეკა გიგაურმა წერონ ესტონეთის მთავრობაზე. ის არის ესტონეთში რეგისტრირებული და დიდი ალბათობით, ესტონეთისგან დაფინანსებული ადამიანია, რომელიც თანხას იღებს უცხოეთიდან იმისთვის, რომ დააზიანოს საქართველო. საქართველოსთან დაკავშირებით მისი აზრები უინტერესოა, ვინაიდან ცნობილია, რომ ეს [ორგანიზაციის საქმიანობა] არის უცხოური დაკვეთა ქვეყნის დასაზიანებლად. ეს სინამდვილეში გვიადვილებს ბევრ საქმეს, რამდენჯერაც ვნახავთ ეკა გიგაურის მოსაზრებებს, იმდენჯერ უნდა მივხვდეთ რა მავნებლობა აქვს ჩაფიქრებული რომელიღაც უცხოელს, ვინაიდან გამჟღავნებული რუპორები არიან“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები