ირაკლი კობახიძე: არსებობდა „ნათელაშვილის ფანჩატური“, რომელიც მაშინდელი ოპოზიციის სუპერ პაკი იყო, თუ ამ ფანჩატურს აღადგენენ, ეს იქნება მათი ახალი სუპერ პაკი

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არასერიოზულია, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე,  ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, რომელიც ერთიანობის კომიტეტის შექმნას გულისხმობს.

„გახსოვთ, არსებობდა „ნათელაშვილის ფანჩატური“, რომელიც იყო მაშინდელი ოპოზიციის სუპერ პაკი. თუ ამ ფანჩატურის აღდგენა მოხდება ეს იქნება მათი ახალი სუპერ პაკი, ამ თემასთან დაკავშირებით მეტი რა უნდა ვთქვა არ ვიცი. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არასერიოზულია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას შესთავაზა, რომ შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები