“გახარიას პარტიას და „ნაციონალურ მოძრაობას“ ოფიციალურად პირდაპირ ალიანსი აქვთ შექმნილი 4 მუნიციპალიტეტში, პიარული ტრიუკებით მათი ალიანსი ვერ გადაიფარება” – ირაკლი კობახიძე
„გახარიას პარტიას და „ნაციონალურ მოძრაობას“ ოფიციალურად პირდაპირ ალიანსი აქვთ შექმნილი 4 მუნიციპალიტეტში. ასეთი პირობებში პიარული ტრიუკებით მათი ალიანსი ვერ გადაიფარება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.
„ფიქრობენ, რომ თუ ერთმანეთს გაემიჯნებიან, პიარული კუთხით ეს წაადგება ორივე პარტიის პოლიტიკურ შანსებს, რაც ღიმილის მომგვრელია ერთი მარტივი მიზეზის გამო. ამ ორ პარტიას შექმნილი აქვს კოალიცია 4 მუნიციპალიტეტში. ამას ხომ საზოგადოება ხედავს?! რომელი პიარული ტრიუკით უნდა გადაფარო ეს?! მათ აქვთ შექმნილი კოალიცია 4 მუნიციპალიტეტში“, – განაცხადა კობახიძემ.
პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან” სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანოს.