საგარეო უწყება: პრაღაში სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის

პრაღაში სროლის დროს საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში ინფორმირებულია ინციდენტის შესახებ.

„საელჩო კავშირზეა ჩეხეთის შესაბამის სტრუქტურებთან. ჯერჯერობით საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ არის“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

გარდა ამისა, მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს ჩეხეთში საქართველოს საელჩო.

მათივე ცნობით, ქალაქ პრაღაში კარლის უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საგანგებოდ, 24 – საათიან რეჟიმში ამოქმედდა საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი:+420 777 222 053.

„საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ აღნიშნულ ნომერზე. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები არ არიან გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის, საელჩო აქტიურ რეჟიმში ხაზზე რჩება ჩეხეთის ყველა შესაბამის სამსახურთან“, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ პრაღაში, უნივერსიტეტში სროლის შედეგად დაღუპულია 11 ადამიანი, 25 კი დაშავებულია. პოლიციამ  მსროლელის ლიკვიდაცია მოახერხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები