ლევან იზორია – „ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე“
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში – ლევან იზორია საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ გაფორმებულ შეთანხმებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ შეთანხმება ხელს შეუწყობს პარტნიორულ საფუძველზე კვალიფიციური კადრების დასაქმებას:
„ხანგრძლივი მუშაობისა და თანამშრომლობის შედეგად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის გაფორმდა მიგრაციისას და მობილურობის შესახებ შეთანხმება, ეს არის მნიშნნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ითვალისწინებს კიდევ უფრო გამტკიცებას, გაღრმავებას ჩვენი არსებული ურთიერთობისა განათლების სფეროში და ის უფრო ფართო გახდება. ითვალისწინებს ასევე, პარტნიორულ საფუძველზე დასაქმებას, როგორც ადგილზე საქართველოში კვალიფიციური კადრებისა ისე, შესაბამისი კადრების დასაქმებას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. ახლო მომავალში სამუშაო ჯგუფების ფარგლებში მოხდება იდენტიფიცირება სამუშაო ბაზრისა, მოხდება იდენტიფიცირება ადგილზე საქართველოს რეალობაშიც კვალიფიციური კადრების ხელშეწყობისა, რათა ერთობლივად შევებრძოლოთ არალეგალურ მიგრაციას და მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ კანონიერ მიგრაციას“, – განაცხადა ლევან იზორიამ.