მოლდოვა დსთ-ს საბოლოოდ 2024 წლის ბოლოს დატოვებს

მოლდოვა დსთ-ს საბოლოოდ 2024 წლის ბოლომდე დატოვებს.

ამის შესახებ ქვეყნის პარლამენტის საგარეო პოლიტიკისა და ევროინტეგრაციის კომისიის ხელმძღვანელმა, დოინა გერმანმა განაცხადა.

„ჩვენ ცოტა ხნის წინ გავაუქმეთ ხელშეკრულება თავდაცვისა და განათლების სფეროში. თითქმის ფინალურ ეტაპზე ვართ. მიზნად დავისახეთ, რომ ყველაფერი 2024 წლის ბოლომდე დავასრულოთ“, – თქვა მან.

გერმანი ამბობს, რომ დსთ-დან გასვლით მოლდოვა ეკონომიკურად არ დაზარალდება, პირიქით, მოიგებს კიდევაც, რადგან საწევროს გადახდა არ მოუწევს.

საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის შეშფოთებას მან “მანიპულაცია და დეზინფორმაცია” უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები