ნატოს სამხედრო კომიტეტი ალიანსის გაძლიერების გეგმას განიხილავს
ნატოს სამხედრო კომიტეტი, გენშტაბების უფროსების დონეზე, ბრიუსელში 17-18 იანვარს იანვარს შეიკრიბება და ალიანსის გაძლიერების გეგმებს, ასევე, უკრაინაში არსებულ ვითარებას განიხილავს.
ამის შესახებ ბლოკის პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.
“სამხედრო კომიტეტის ადმირალი, რობ ბაუერი დებატებს გამართავს, რომელშიც შვედეთის და ნატოს წევრი ქვეყნების გენერალური შტაბების ხელმძღვანელები მიიღებენ მონაწილეობას”,- ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ გენშტაბის მეთაურები ვილნიუსის სამიტზე დამტკიცებულ „ევროატლანტიკურ სივრცეში შეკავებისა და თავდაცვის გეგმებს“ განიხილავენ.
„უფრო ფართო დებატები ფოკუსირებული იქნება თავდაცვის მრეწველობასა და მის შესაძლებლობებზე, ასევე, ოპერაციულ დაგეგმვაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე ასევე განიხილავენ „მიმდინარე და მომავალ საფრთხეებთან ადაპტირებას“.
სამხედროები ასევე გამართავენ შეხვედრებს კოლეგებთან ავსტრალიიდან, ავსტრიიდან, შვეიცარიიდან, ირლანდიიდან და ახალი ზელანდიიდან.