“სამიტზე ორბანს დარბაზის დატოვებისკენ შოლცმა მიუთითა” – ნიდერლანდების პრემიერმინისტრი

epa08506676 Dutch Prime Minister Mark Rutte and Minister Hugo de Jonge of Health, Welfare and Sport (CDA) and sign interpreter Irma Sluis during the press conference after a consultation of the Ministerial Crisis Management Committee (MCCb) about the coronavirus, in The Hague, The Netherlands, 24 June 2020. EPA-EFE/BART MAAT

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა – ევროკავშირის სამიტზე უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებისთვის ან წინააღმდეგ ხმა რომ არ მიეცა – დარბაზი დატოვა და ამისკენ მას გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მოუწოდა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა, მარკ რუტემ უთხრა.

”კარგი დისკუსია გვქონდა, მაგრამ დისკუსიის ბოლოსკენ ვიგრძენი, რომ რთული იქნებოდა შეთანხმების მიღწევა და შოლცმა ორბანს შესთავაზა: ხომ არ ჩათვლიდით შესაძლებლად, მივიღოთ გადაწყვეტილება ოთახში თქვენი ყოფნის გარეშე? წესების მიხედვით, ეს შესაძლებელია. ასეთ დროს, ერთსულოვანი გადაწყვეტილება გამოდის, მხოლოდ უნგრეთის გარეშე. და ის გავიდა,” – თქვა რუტემ.

კენჭისყრის შემდეგ ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ  იმავე აზრზე რჩება – უკრაინა არ არის მზად ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისთვის, მათი დაწყების გადაწყვეტილება არასწორი გადაწყვეტილებაა და უნგრეთი მისგან დისტანცირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები