უნგრეთმა უკრაინისთვის ევროკავშირის ეკონომიკური დახმარება დაბლოკა

უნგრეთმა, ევროკავშირის სამიტზე, უკრაინის 50 მილიარდი ევროს ოდენობის ეკონომიკური დახმარება დაბლოკა.

“ღამის ცვლის შედეგები: ვეტო უკრაინისთვის დამატებით ფულზე”, – დაწერა X-ში​ უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.

თავის მხრივ, ევროსაბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელმა დაადასტურა, რომ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები ვერ შეთანხმდნენ ევროკავშირის ბიუჯეტის გეგმაში უკრაინის დახმარების ჩართვაზე.

მიშელის თქმით, ამას ერთი ქვეყანა ეწინააღმდეგებოდა.

მიშელმა თქვა, რომ არ უნდა დეტალებში შესვლა, რადგან სურს, იმუშაოს “კოლეგებთან უახლოეს დღეებში, მომდევნო კვირებში, რათა მოვემზადო სამიტისთვის, რომელიც გაიმართება მომავალ წელს, მომავალი წლის დასაწყისში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები