ადვოკატების თქმით, ახლობლები ნავალნის ვერ უკავშირდებიან და მისი ადგილსამყოფელი უცნობია

ალექსეი ნავალნის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მათ დაკარგეს კავშირი დაპატიმრებულ რუს ოპოზიციონერ ლიდერთან და მისი ადგილსამყოფელი უცნობია. ამის შესახებ გამოცემა CNN-ი იუწყება.

როგორც სპიკერმა კირა იარმიშმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, ადვოკატებმა რამდენჯერმე სცადეს ორ სასჯელაღსრულების კოლონიასთან დაკავშირება, სადაც ნავალნი ბოლო დროს იმყოფებოდა, თუმცა ის არც IK-6 და არც IK-7 დაწესებულებაში არ ყოფილა.

როგორც ნავალნის უფლებადამცველები აცხადებენ, ოპოზიციონერ ლიდერს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნის მიმდინარე წლის აგვისტოში 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მას შემდეგ, რაც დამნაშავედ ცნეს ექსტრემისტული საზოგადოების შექმნაში, ექსტრემისტული აქტივობების დაფინანსებასა და მრავალ სხვა დანაშაულში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები