Bloomberg: არგენტინა უკრაინის საკითხზე ლათინური ამერიკის ლიდერთა სამიტს უმასპინძლებს

არგენტინა 2024 წლის დასაწყისში უკრაინის საკითხზე ლათინური ამერიკის ლიდერთა სამიტს გამართავს, რადგან უკრაინის პრეზიდენტი – ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან ომში ე.წ. გლობალური სამხრეთის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს.

ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

ზელენსკიმ სამიტის საკითხი არგენტინის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან, ხავიერ მილესთან 10 დეკემბერს ბუენოს-აირესშ განიხილა. ამის შესახებ გამოცემას ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ უთხრა.

“ჩვენ გვქონდა შინაარსობრივი საუბარი. განვიხილეთ ბევრი საკითხი, უკრაინაში მშვიდობის ფორმულიდან – ორმხრივ თანამშრომლობამდე”, – განაცხადა ჟოვკვამ.

მან აღნიშნა, რომ “არგენტინაში ნახევრდღიანი მოგზაურობა ძალიან პროდუქტიული იყო”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები