“ამჟამად, დაავადებას პანდემიის პოტენციალი არ აქვს” – ჯანმო ჩინეთში მიკროპლაზმური პნევმონიის გავრცელებაზე
ჩინეთში ზამთარში მიკოპლაზმური პნევმონიის გავრცელება ნორმალურია, ამჟამად, დაავადებას პანდემიის პოტენციალი არ აქვს.
ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენელმა, მარგარეტ ჰარისმა ჟენევაში ბრიფინგზე განაცხადა.
„ვაკვირდებით სიტუაციას. მიკოპლაზმური პნევმონია არის ის, რასაც ჩვეულებრივ ზამთარში ვხვდებით, მას მკურნალობენ ანტიბიოტიკებით და მკაფიოდ არის გამოვლენილი ბევრ ქვეყანაში. და ისევ, ვაკვირდებით სიტუაციას და ვაძლევთ რჩევებს მკურნალობასა და სხვა საკითხებზე. ამჟამად, ჩვენ არ განვიხილავთ მათ, როგორც პანდემიის პოტენციალის მქონეს”, – თქვა მან.