ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ევროპაში ტერორიზმის საფრთხე რეალურია.
ამის შესახებ მან იტალიურ ტელეარხ Tg2-თან ინტერვიუში განაცხადა, – წერს სააგენტო Adnkronos-ი.
სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის ქვეყნებზე სამხედრო თავდასხმის უშუალო საფრთხეს ნატოში ვერ ხედავენ.
“მაგრამ არსებობს მუდმივი საფრთხე, ტერორისტული თავდასხმების საფრთხე. ევროპაში ტერორიზმის საფრთხე რეალურია”, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
სტოლტენბერგმა დასძინა, რომ ნატო მუშაობს პარტნიორებთან ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, იორდანიასა და ტუნისში, “რათა დაეხმაროს მათ, უკეთ გააკონტროლონ თავიანთი საზღვრები და გაცვალონ ინფორმაცია”.