აღდგომის წინ, იერუსალიმიში წმინდა ადგილები კვლავ გაიხსნა – უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია

იერუსალიმში მდებარე ალ-აქსას მეჩეთი მომლოცველებისთვის მას შემდე გაიხსნა, რაც ის დაახლოებით 40 დღის განმავლობაში დაკეტილი იყო.

შეზღუდვები ისრაელის ხელისუფლებამ რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარების გამო დააწესა.

გახსნისთანავე მეჩეთში ათასობით მორწმუნე შეიკრიბა და კოლექტიური ლოცვა აღავლინა.

ამასთან, იერუსალიმის სხვა რელიგიურ შენობებში, მათ შორის, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში, მომლოცველების შესვლა კვლავ ნებადართული გახდა.

აღნიშნულ ადგილებში შესვლა, ბოლო კვირების განმავლობაში, სრულად ან ნაწილობრივ შეზღუდული იყო.

აღდგომის დღესასწაულის მოახლოების ფონზე, იერუსალიმში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.

ადგილზე მობილიზებულია დამატებითი საპოლიციო ძალები და წმინდა ადგილების მიმდებარე ტერიტორიებზე კონტროლია დაწესებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები