“სამხედრო ოპერაციები მთელი ძალით განახლდება” – ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრის დროს თქვა, რომ, როგორც კი ოთხდღიანი პაუზა დასრულდება, ისრაელი სამხედრო ოპერაციებს მთელი ძალითა განაახლებს.

ნეთანიაჰუმ დასძინა, რომ მიესალმება ზავის გაგრძელებას, თუ ეს გულისხმობს ყოველდღიურად კიდევ 10 მძევლის გათავისუფლებას, როგორც ეს თავდაპირველი შეთანხმებით იყო გათვალისწინებული.

ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ გააგრძელებენ მუშაობას ყველა მძევლის გასათავისუფლებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები