ზავის ბოლო დღე – 40 ქალი და ბავშვი სხვა დაჯგუფების ხელშია

ისრაელსა და “ჰამასს” შორის 22 ნოემბერს მიღწეული, 4-დღიანი ზავის ვადა დღეს იწურება.

პალესტინურმა დაჯგუფებამ დღეს მძევლების ბოლო ჯგუფი უნდა გაათავისუფლოს

შეთანხმება მოიცავდა 50 ისრაელელი მძევლის გათავისუფლებას, ისრაელის ციხეებიდან 150 პატიმრის გამოშვების სანაცვლოდ. ასევე, ამ დღეების განმავლობაში მოქმედებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი.

პირველ დღეს, მოულოდნელად, 13 მძევლის ნაცვლად “ჰამასმა” 24 გამოუშვა.

ამ დროისთვის სულ 39 მძევალია გამოშვებული, ციხეებიდან კი – 117 პატიმარი.

დღეს უნდა გამოუშვან 11 ისრაელელი და 33 პალესტინელი.

მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს ზავის გაგრძელებას, თუ “ჰამასი” მძევლების გათავისუფლების გაგრძელების ინიციატივით გამოვა. ამის მზაობა ისრაელსაც აქვს.

ამავდროულად,  კატარის პრემიერმინისტრი, რომლის ქვეყანას შეთანხმების მიღწევაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი, ჰქონდა, ამბობს, რომ ღაზას სექტორში 40 ქალი და ბავშვი ცალკეული ბოევიკების და დაჯგუფების ხელშია.

მისი თქმით, “თუ “ჰამასი” სხვა ქალებსა და ბავშვებს იპოვის, ზავი გაგრძელდება. ჯერ არ გვაქვს მკაფიო ინფორმაცია, შეიძლება თუ არა მათი პოვნა, რადგან პაუზის ერთ-ერთი მიზანია, მივცეთ “ჰამასს” დრო, დანარჩენი დაკარგული ადამიანები იპოვონ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები