CPJ: ისრაელ – “ჰამასის” კონფლიქტის დაწყებიდან 48 ჟურნალისტი დაიღუპა

ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომის დაწყებიდან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მედიის 48 წარმომადგენელი დაიღუპა.

ამის შესახებ ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტში(CPJ) განაცხადეს.

ორგანიზაციის ცნობით, მხოლოდ 6 ჟურნალისტი დაიღუპა “ჰამასის” თავდასხმის დღეს, 7 ოქტომბერს. 18 ნოემბერს კონფლიქტს 5 ადამიანი ემსხვერპლა.

ორგანიზაციის ცნობით, მედიის დაღუპულ 48 წარმომადგენელს შორის 43 პალესტინელია, 4 ისრაელელი და 1 ლიბანელი.

9 ჟურნალისტი დაშავდა, 3 დაკარგულად მიიჩნევა.

„CPJ ხაზს უსვამს, რომ ჟურნალისტები არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც ასრულებენ მნიშვნელოვან საქმეს კრიზისის დროს და არ უნდა იყვნენ მეომარი მხარეების სამიზნე. რეგიონის მასშტაბით ჟურნალისტები დიდ მსხვერპლს იღებენ ამ სულის შემძვრელი კონფლიქტის გაშუქების დროს“, – დასძინა CPJ-მ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები