უახლოეს საათებში IDF შიფას საავადმყოფოს ევაკუაციის ბრძანებას გასცემს
ისრაელის ჯარები, უახლოეს საათებში, შიფას საავადმყოფოს ევაკუაციის შესახებ გასცემენ ბრძანებას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას AFP-ის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება.
შიფას საავადმყოფო – ყველაზე დიდი ღაზას სექტორში – ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეტაკების ეპიცენტრი გახდა. ისრაელელები ამტკიცებენ, რომ ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ მართავს საავადმყოფოს ქვეშ არსებულ ლაბირინთებს.
ისრაელი არაერთხელ მოუწოდებდა საავადმყოფოს ევაკუაციისკენ სამხრეთით, მაგრამ სამედიცინო პერსონალი აცხადებს, რომ ზოგიერთი პაციენტის გადაყვანა შეუძლებელია.