აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ხელისუფლებას სიკვდილით დასასჯელი რვა ქალი პატიმრის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
მან ამის შესახებ Truth Social-ში დაწერა და ქალთა ფოტოები გამოაქვეყნა.
„ირანის ლიდერებს, რომლებიც მალე ჩემს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს გამართავენ: დიდად დავაფასებ ამ ქალების გათავისუფლებას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნაბიჯი სათანადოდ დაფასდება. გთხოვთ, ნუ მიაყენებთ მათ ზიანს – ეს შეიძლება ჩვენი მოლაპარაკებების კარგი დასაწყისი იყოს. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის“, – აღნიშნა ტრამპმა.