ტრამპმა განაცხადა, რომ მას ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება არ სურს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება არ სურს.
„არ მსურს ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივება. საბოლოო ჯამში ვიმედოვნებ, რომ შესანიშნავ გარიგებამდე მივალთ, მათ სხვა არჩევანი არ აქვთ. ჩვენ გავანადგურეთ მათი ფლოტი, საჰაერო ძალები და ლიდერები. ეს უკანასკნელი ერთი მხრივ ართულებს სიტუაციას, თუმცა ახლა ეს ლიდერები გაცილებით რაციონალურები არიან. ჩვენ ძლიერ პოზიციაში ვართ მოლაპარაკებებისთვის“, – თქვა ტრამპმა.
მედიის თანახმას, ტრამპმა ადრე საჯაროდ დაადანაშაულა ირანი შეერთებულ შტატებთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განმეორებით დარღვევაში, თუმცა, მისი მტკიცების დასადასტურებლად, მტკიცებულებები არ წარადგინა.