ტედროს ადანომ გებრეისუსი: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ მიიღებს მონაწილეობას ღაზის სექტორში უსაფრთხო ზონების შექმნის ცალმხრივ წინადადებაში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ მიიღებს მონაწილეობას ღაზის სექტორში „უსაფრთხო ზონების“ შექმნის ცალმხრივ წინადადებაში, – ამის შესახებ ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის არაფორმალურ პლენარულ შეხვედრაზე განაცხადა.

გებრეისუსის განცხადებით, ასეთი ზომების მიღება მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენებას გამოიწვევს.

გაერო-ში პალესტინის ელჩმა, რიად მანსურმა მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, გაითვალისწინოს მოწოდებები ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის შესახებ.

ამავდროულად, ისრაელი იმედოვნებს, რომ განეიტრალდება „ჰამასის“ საფრთხე და მათი მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები