„მთვარეს არ ვითხოვთ“ – გაეროს წარმომადგენელი ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
გაეროს მაღალჩინოსანი წარმომადგენელი „ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტისკენ“ მოუწოდებს ღაზას სექტორში, რათა დახმარებამ სამოქალაქო პირებამდე მიაღწიოს.
„ამას რაც გინდათ ის უწოდეთ, მაგრამ მოთხოვნა ჰუმანიტარული თვალსაზრისით ძალიან უბრალოა. შეწყვიტეთ საომარი ქმედებები, რათა სამოქალაქო პირებმა უსაფრთხო გადაადგილება შეძლონ“, – განაცხადა გაეროს ჰუმანიტარული ორგანიზაციის უფროსმა, მარტინ გრიფიტმა თავის მიმართვაში.
„ჩვენ მთვარეს არ ვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ მცირე ზომების მიღებას, რაც საჭიროა სამოქალაქო პირების ძირითადი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და კრიზისის შესაჩერებლად“, – ამბობს გრიფიტი.
გრიფიტსი ასევე მოუწოდებს „ჰამასს“ ღაზას სექტორში მყოფი მძევლების უპირობო გათავისუფლებისკენ.