მიჩიგანის უნივერსიტეტში შეჭრისთვის 40 პროპალესტინელი დააკავეს

ორმოცი ადამიანი დააკავეს და ორი პოლიციელი დაშავდა მას შემდეგ, რაც პროპალესტინელი მომიტინგეების ჯგუფი მიჩიგანის უნივერსიტეტის შენობაში შეიჭრა. 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს როგორ აუარეს გვერდი მომიტინგეებმა პოლიციელებს და რუთვენის შენობის ადმინისტრაციას. პოლიციის უფროსის მოადგილის განცხადებით შენობაში დაახლოებით 200 ადამიანი შეიჭრა.

შიგნით მოხვედრის შემდეგ მომიტინგეები მოუწოდებდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას გამოსულიყვნენ ისრაელის შემადგენლობიდან. შენობის დაცვის სამსახურს პოლიციის, დაახლოებით, 10 უწყება ეხმარებოდა, მათ შორის შტატის პოლიცია.

დაახლოებით საღამოს 19:30 საათზე პოლიციის ოფიცრებმა გააფრთხილეს მომიტინგეები, რომ თუ არ გავიდოდნენ შენობიდან, მათ დააკავებდნენ. აღსანიშნავია, რომ დაკავებულებს ადგილზე ჩხრეკდნენ და მაშინვე უშვებდნენ.

დეტალები ორი დაშავებული ოფიცერის შესახებ არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები