2020 წლის შემდეგ პირველად, ერდოღანი ბერლინში ვიზიტით იმყოფება

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბერლინში ჩავიდა, სადაც ის გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდება.

ეს თურქეთის ლიდერის პირველი ვიზიტია გერმანიაში 2020 წლის შემდეგ, რომელიც სავარაუდოდ, რამდენიმე საათს გაგრძელდება.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელის თავდაცვის უფლება „არ უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ“, მაშინ როცა ერდოღანი ისრაელის მიერ ღაზაში მიმდინარე შეტევაზე მკვეთრ კრიტიკას აგრძელებდა.

შოლცის თქმით, საიდუმლო არ არის, რომ მას და თურქეთის პრეზიდენტს მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით ძალიან განსხვავებული შეხედულებები აქვთ.

„სწორედ ამიტომ არის ჩვენი მოლაპარაკებები მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით რთულ მომენტებში ჩვენ გვჭირდება პირდაპირი დიალოგი ერთმანეთთან“, – თქვა შოლცმა.

თავის მხრივ, ერდოღანმა დასძინა, რომ თუ გერმანია თურქეთს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებაში შეუერთდება, არსებობს შანსი, რომ ეს მიღწეული იყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები