ღაზაში სატელეფონო და ინტერნეტ სერვისები ნაწილობრივ აღდგა
ღაზის ორმა მთავარმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ – Paltel-მა და Jawwal-მა დაადასტურა, რომ ღაზის სექტორის სხვადასხვა ნაწილში კომუნიკაციები ნაწილობრივი აღდგა. ამის შესახებ გამოცემა BBC-ი იუწყება.
სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში კომპანია Paltel-მა აღნიშნა: „ეს ხდება მას შემდეგ, რაც გაეროს დახმარების სააგენტოს მეშვეობით, ჩვენი მთავარი გენერატორების მუშაობისთვის შეზღუდული რაოდენობით საწვავი იქნა მიწოდებული“.
მათივე ცნობით, მომსახურების უწყვეტობა საწვავის რეგულარულად მიწოდებაზეა დამოკიდებული.
შეგახსენებთ, რომ ღაზის სექტორში სატელეფონო და ინტერნეტ სერვისები 24 საათზე მეტია გათიშული იყო.