ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი ომის შემდეგ ღაზაში ჯარების დატოვებას არ აპირებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი ომის შემდეგ ღაზაში ჯარების დატოვებას არ აპირებს.

„არ ვარ დარწმუნებული ჯარის ღაზაში დატოვებაში. და სინამდვილეში, ეს არ არის განსაკუთრებით საჭირო, რადგან ის ძალიან პატარაა.

ჩვენ გვჭირდება კულტურული ცვლილება ღაზის ნებისმიერ სამოქალაქო ადმინისტრაციაში. ის არ შეიძლება მხარს უჭერდეს ტერორიზმის დაფინანსებას“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ისრაელი ვერ მიიღებს ვერავის, ვინც „ჰამასის“ მიზნებს იზიარებს.

„უახლოეს მომავალში ისრაელის საერთო სამხედრო პასუხისმგებლობა, მაგრამ იქ ასევე უნდა იყოს სამოქალაქო მთავრობა“, – განმარტა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები