„ჰამასის“ ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ბოლო ორ დღეში, ალ-შიფას ჰოსპიტალში 24 პაციენტი დაიღუპა
„ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, საწვავის ნაკლებობის გამო, ღაზაში მდებარე ალ-შიფას საავადმყოფოში 24 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა BBC-ი წერს.
„სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო აღჭურვილობამ ელექტროენერგიის გათიშვის გამო ფუნქციონირება შეწყვიტა“, – განმარტა სამინისტროს სპიკერმა, აშრაფ ალ-კუდრამ.
ისრაელის არმიის მტკიცებით, „ჰამასის“ შტაბ-ბინა ალ-შიფას საავადმყოფოს ქვეშ გვირაბებშია განთავსებული. თავის მხრივ, „ჰამასი“ ისრაელის ბრალდებას უარყოფს. მიუხედავად ამისა, ისრაელის არმიამ 15 ნოემბერს აღნიშნული ობიექტის გარკვეულ ნაწილზე „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო.
მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ოპერაცია არ არის გამიზნული პაციენტებისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის ან საავადმყოფოში მყოფი მოქალაქეებისთვის.