ზელენსკი: ჩვენი მარაგები შემცირდა – ახლა ორიენტირებული ვარ დასავლეთიდან დახმარების მიღებაზე, მხარდაჭერის გარეშე ჩვენ უკან დავიხევთ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ისრაელ-„ჰამასის“ ომზე ყურადღების გადატანამ კიევისთვის საარტილერიო ჭურვების მიწოდება შეანელა.

მისი თქმით, ეს ძირს უთხრის ომის ძალისხმევას, რადგან რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევა შეჩერებულია.

„ჩვენი მარაგები შემცირდა. ეს ცხოვრებაა და ეს ნორმალურია, რადგან ყველა იბრძვის გადარჩენისთვის და ჩვენც უნდა დავიცვათ თავი.

ახლა ორიენტირებული ვარ დასავლეთისგან დახმარების მიღებაზე. მათი ფოკუსი იცვლება ახლო აღმოსავლეთის და სხვა მიზეზების გამო. მხარდაჭერის გარეშე ჩვენ უკან დავიხევთ“, – განუცხადა უკრაინის ლიდერმა ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები