ფინეთი, თავშესაფრის მაძიებელთა ზრდის გამო, რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვას განიხილავს

თავშესაფრის მაძიებელთა ზრდის გამო, ფინეთის მთავრობა რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვას განიხილავს, – ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერი ორპომ განაცხადა.

„გასაგებია, რომ ამ ხალხს საზღვრამდე მისვლაში ეხმარებიან. როგორც ჩანს, ეს ძალიან გაცნობიერებული გადაწყვეტილებაა. ჩვენი მთავრობის მესიჯი ნათელია – ამას სერიოზულად უნდა მივუდგეთ და ჩვენი საზღვრის უსაფრთხოება უნდა უზრუნველვყოთ“, – აღნიშნა ფინეთის პრემიერმა.

აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი მარი რანტანენი და განაცხადა, რომ აგვისტოს შემდეგ, ფინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სასაზღვრო პუნქტებზე მიგრანტების რაოდენობა არსებითად გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები