ბორელმა იმედი გამოთქვა, რომ უნგრეთი უკრაინის დახმარების ტრანშს განბლოკავს

High Representative of the European Union for Foreign Affairs and Security Policy Josep Borrell speaks to members of the media as he attends a European Union (EU) Foreign Ministers' meeting in Brussels, Belgium January 23, 2023. REUTERS/Johanna Geron

ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, იმედოვნებს, რომ უნგრეთი მალე განბლოკავს უკრაინის სამხედრო დახმარების მე-8 ტრანშს, რომელიც ქვეყნისთვის 500 მილიონი ევროს ოდენობით დახმარებას გულისხმობს.

„უნგრეთის მინისტრმა განგვიმარტა, რომ დღეს იქნება ახალი შეხვედრა უკრაინულ მხარესთან მერვე ტრანშის განბლოკვის მცდელობის მიზნით, ვფიქრობ, არის შესაძლებლობა [მიღწეული იქნას განბლოკვის გადაწყვეტლება.) იმედი მაქვს, რომ ტრანში საბოლოოდ იქნება. ამ საკითხზე სხვა გადაწყვეტილებები არ განიხილება“, – აღნიშნა ბორელმა და უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, განიხილება თუ არა უნგრეთის ბლოკადის გვერდის ავლით კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევის ვარიანტები.

მანვე დასძინა, რომ ევროკავშირი კვლავ იმედოვნებს უკრაინის 20 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.

აღსანიშნავია, რომ უნგრეთი თვეების განმავლობაში ბლოკავს უკრაინისთვის თანხების გამოყოფას იმის გამო, რომ უკრაინის სადაზღვევო ეროვნულმა სააგენტომ უმსხვილესი უნგრული ბანკი – OTP Bank „ომის სპონსორების“ სიაში შეიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები