ოკუპირებული ცხინვალის ცნობით, გატაცებულ ლევან დოთიაშვილს ქართულ მხარეს დღეს გადმოსცემენ

დროებით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, გატაცებულ ლევან დოთიაშვილს ქართულ მხარეს ხუთშაბათს, საღამოს საათებში გადასცემენ.

მათივე ცნობით, დოთიაშვილმა განაცხადა, რომ მან და „მისმა თანამებრძოლმა სახელმწიფო საზღვარი განზრახ დაარღვიეს“.

„საქართველოს მოქალაქეების ეს ჯგუფი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, დაარღვიეს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვარი, გაუწიეს წინააღმდეგობა მესაზღვრეებს, რაც საფრთხეს უქმნიდა მესაზღვრეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. სწორედ თამაზ გინტური მოითხოვდა ლომისის ტაძრის მონახულებას

დოთიაშვილმა წინასწარი გამოძიების ფარგლებში აღიარა თავისი ქმედება და სრულად გააცნობიერა დანაშაული. მან აღიარა, რომ ინციდენტი საქართველოს ხელისუფლების გულგრილი დამოკიდებულების შედეგი იყო, რომელიც არ აწარმოებს ახსნა-განმარტებით სამუშაოებს ადგილობრივ ქართველ მოსახლეობაში სამხრეთ ოსეთთან სახელმწიფო საზღვრის გავლისა და მისი დარღვევის დაუშვებლობის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ლევან დოთიაშვილი საოკუპაციო ძალებმა 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ გაიტაცეს, მასთან ერთად მყოფი საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე თამაზ გინტური კი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები