ირაკლი ზარქუა – გინტურის მკვლელობაზე: ასეთი ტრაგედიები რომ ავიცილოთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ
“შეგვიძლია, რომ უსაფრთხოება მაქსიმალურად კიდევ გავამკაცროთ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ზარქუამ სოფელ კირბალში განაცხადა, სადაც თანაგუნდელებთან ერთად ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა.
ზარქუას თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მსგავსი ტრაგედიები არ მოხდეს.
“შეგვიძლია, რომ უსაფრთხოება მაქსიმალურად კიდევ გავამკაცროთ. ის გამოწვევები, რაც ამ სოფელს, ამ მხარეს აქვს… თუმცა, ხომ გესმით, ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომლის 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს და ბუნებრივია, ასეთი ტრაგედიები რომ ავიცილოთ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ”, – აღნიშნა ზარქუამ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე – თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო ლევან დოთიაშვილი უკანონოდ დააკავეს.