აფხაზეთის მთებში ე.წ. დივერსანტების სამძებრო სამუშაოებში ავიაცია ჩართეს
ოკუპირებულ აფხაზეთის გულრიფშის რაიონის მთებში ე.წ. დივერსიული ჯგუფის ძებნა გრძელდება, სამუშაოებში ავიაცია ჩართეს.
სამძებრო სამუშაოები ე.წ. ვიცეპრეზიდენტის, ბადრა გუნბას ხელმძღვანელობით ხორციელდება.
მიუხედავად იმისა, რომ გამთენიისას ე.წ.შს მინისტრმა, რობერტ კიუტმა თქვა, რომ დივერსიული ჯგუფის კვალიც არ არის ნაპოვნი, პროცესი მაინც მიმდინარეობს.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ე.წ. შს მინისტრი, რობერტ კიუტი; ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დიმიტრი დბარი; ე.წ. თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ბესლან წვიჟბა და ე.წ. სახელმწიფო უშიშროების თავმჯდომარე, თემურ ახიბა. ასევე, სამძებრო ადგილზე ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე, ლაშა აშუბა და ე.წ. პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, თემურ შერგელია მივიდნენ.