ბჟანია ე.წ. სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია 7 ნოემბერს ე.წ. სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა.

ამის შესახებ ინფორმაციას მისი პრესსამსახური ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ ბჟანია შეხვედრებს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მთავრობაში გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები