თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა ახლა სწორი პასუხი არ არის

შეერთებული შტატები არ უჭერს მხარს ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტის ამჟამინდელ მოწოდებებს, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ცეცხლის შეწყვეტის ნაცვლად ღაზაში დახმარების მისაღებად ჰუმანიტარული პაუზების დაწესების საკითხი უნდა განიხილებოდეს.

„ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ ცეცხლის შეწყვეტა ახლა სწორი პასუხია. ამ დროისთვის ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ცეცხლის შეწყვეტას“, – აღნიშნა კირბიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები