ოლაფ შოლცი: შანი ლუკის გარდაცვალება საშინელებაა, „ჰამასმა“ პასუხი უნდა აგოს
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი „ჰამასის“ მიერ გატაცებული გერმანელი სტუდენტის, შანი ლუკის გარდაცვალებას ეხმაურება.
როგორც შოლცი სოციალურ ქსელში აღნიშნავს, „ჰამასმა“ ამ მკვლელობისთვის პასუხი უნდა აგოს.
„ამბავი შანი ლუკის გარდაცვალების შესახებ საშინელებაა. ისევე როგორც ბევრი სხვა, ისიც სასტიკად მოკლეს. ეს აჩვენებს სრულ ბარბაროსობას „ჰამასის“ თავდასხმებს უკან, რომელმაც პასუხი უნდა აგოს. ეს ტერორიზმია და ისრაელს უფლება აქვს დაიცვას საკუთარი თავი“, – წერს შოლცი X-ზე.
შეგახსენებთ, რომ ისრაელმა დღეს, გერმანელი სტუდენტის, შანი ლუკის გარდაცვალება დაადასტურა, რომელიც 7 ოქტომბრის „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა.
The news of Shani Louk's death is terrible. Like many others, she was brutally murdered. This shows the full barbarity behind the Hamas attack – who must be held accountable. This is terror, and Israel has the right to defend itself.
— Bundeskanzler Olaf Scholz (@Bundeskanzler) October 30, 2023