„ჰამასმა“ მძევლების მორიგი ვიდეო გაავრცელა, სადაც ისინი ისრაელს ტყვეთა გაცვლისკენ მოუწოდებენ
პალესტინური დაჯგუფება „ჰამასი“ ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ტყვეობაში მყოფი სამი ქალია ნაჩვენები.
76-წამიან ვიდეოჩანაწერში ერთ-ერთი მათგანი ებრაულ ენაზე საუბრობს და 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმის დროს ხალხის ვერ დაცვის გამო ისრაელის მთავრობას აკრიტიკებს.
მძევლად მყოფი ქალი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ტყვეთა გაცვლაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
ვიდეოს გამოქვეყნებიდან მალევე, პრემიერის ოფისმა ქალების ვინაობის დაადგინა და განაცხადა, რომ ისინი დანიელ ალონი, რიმონ ბუხშტაბ კირშტი და ლენა ტრუპანოვი არიან.
ისრაელის თქმით, „ჰამასის“ ტყვეობაში, სულ მცირე, 239 ადამიანი იმყოფება.