“რუსეთში კერძო სამხედრო კამპანიებს ქალები აჰყავთ” – ბრიტანეთის დაზვერვა
რუსეთის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ კერძო სამხედრო კამპანიას უკრაინაში საბრძოლო მისიებში მონაწილეობისთვის ქალები აჰყავს.
ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მიმოხილვაშია ნათქვამი.
ინფორმაციის თანახმად, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში გამოჩნდა განცხადებები, რომლებიც მოუწოდებდა ქალებს “ბორზ”-ის ბატალიონში გაწევრიანებისკენ, რომელიც კერძო სამხედრო კამპანიის “რედუტ”-ის ნაწილია.
ქალებს მოუწოდებენ, იმუშაონ სნაიპერებად და დრონების ოპერატორებად.
ბრიტანელი ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ “რედუტს” პირდაპირ აფინანსებს რუსეთის დაზვერვის მთავარი სამმართველო (ამჟამად, რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სამმართველო).
მარტში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ უკრაინაში 1100 ქალი იბრძვის, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალების პერსონალის მხოლოდ 0,3%-ია.
ჯერჯერობით უცნობია, მიბაძავენ თუ არა რუსეთის ოფიციალური სამხედრო ძალები კერძო კამპანიებს და შესთავაზებენ თუ არა ქალებს უფრო ფართო საბრძოლო როლს.