“სომხეთი თურქეთთან საზღვრის გახსნაზე მზადყოფნას გამოთქვამს” – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ერევანი მზად არის, მესამე ქვეყნების მოქალაქეებისა და დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის თურქეთთან საზღვარი გახსნას.

ამის შესახებ მან ქვეყნის პარლამენტში 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას თქვა.

„იმედი მაქვს, თურქეთთან შეთანხმებები განხორციელდება. ეს ეხება სახმელეთო საზღვრის გახსნას მესამე ქვეყნების მოქალაქეებისა და დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის. სომხეთმა დიდი სამუშაო ჩაატარა “მარგერის” გამშვები პუნქტის განახლებისთვის და ამ პროცესებისთვის მზად არის”, – თქვა მან.

თურქეთსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს, საზღვარი 1993 წლიდან ანკარას ინიციატივით არის ჩაკეტილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები