ყაზახეთის შახტში დაღუპული მაღაროელების რიცხვი 45-მდე გაიზარდა – ადგილზე გადაუდებელი სამაშველო სამუშაოები გრძელდება

ყაზახეთში, კოსტენკოს სახელობის შახტში დაღუპული მაღაროელების რიცხვი 45-მდეა გაზრდილი. ადგილობრივ სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ გრძელდება კიდევ ერთი მაღაროელის ძებნა.

მაღაროში აფეთქება 28 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 02:33 საათზე მოხდა. ავარიის დროს ადგილზე 252 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 205-ის ამოყვანა მოხერხდა.

მაღაროში უბედური შემთხვევის წინასწარი მიზეზებია – ხანძარი და მეთან-ჰაერის ნარევის შემდგომი აფეთქება.

29 ოქტომბერს ყაზახეთში გლოვის დღე იყო გამოცხადებული.

ყაზახეთში, შახტში დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გამოუცხადა.

როგორც მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, “ჩვენი ფიქრები და ლოცვები ამ რთულ დროს ყაზახ ხალხთანაა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები