მიხეილ სარჯველაძე – რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტზე: იშვიათია იპოვო ისეთი პროექტი, რომელიც ყველა კრიტერიუმის მიხედვით არის კოლოსალური მნიშვნელობის

“იშვიათია იპოვო ისეთი პროექტი, რომელიც ყველა კრიტერიუმის მიხედვით არის კოლოსალური მნიშვნელობის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე შეფასებით, პროექტი ქვეყანას გადამწყვეტ უპირატესობებს სძენს, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით.

„რაც ყველაზე მთავარია, თვითონ მოქალაქეებისთვის იქნება ძალიან ბევრი ყოფითი პრობლემის მომწესრიგებელი. ეს პროექტი ჩვენს ქვეყანას გადამწყვეტ უპირატესობებს სძენს, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27-კილომეტრიან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუშინ გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები