შალვა პაპუაშვილი კაბო ვერდეს რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კაბო ვერდეს რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე აუსტელინო კორეიას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა კაბო ვერდეს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და გაეროში საქართველოს მხარდაჭერისთვის.

„აუსტელინო კორეიამ ხაზი გაუსვა, რომ კაბო ვერდე გააგრძელებს აღნიშნულ პოლიტიკას საერთაშორისო სამართლის პრინციპების და საერთო ფასეულობების გათვალისწინებით.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე გამოხატეს საპარლამენტო კავშირების გააქტიურების და გაფართოების მზაობა.

შეხვედრა ანგოლაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 147-ე ასამბლეის ფარგლებში შედგა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები