“პარლამენტის ეთიკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 22 წევრით განისაზღვრა” – ირაკლი ქადაგიშვილი

“საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოს წევრთა რაოდენობა ორით გაიზარდა და 22 წევრით განისაზღვრა”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხი განიხილეს.

„პარლამენტის რეგლამენტით, პარლამენტის ეთიკის საბჭოში თანაბრად უნდა იყოს წარმოდგენილი როგორც ოპოზიცია, ასევე უმრავლესობა და ახალი პოლიტიკური ჯგუფის შექმნიდან გამომდინარე ერთი წევრი დაემატა ოპოზიციას, ერთი კი – უმრავლესობას. შესაბამისად, კვოტები განისაზღვრა 22 წევრით: 11 უმრავლესობა, 11 – ოპოზიცია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები