ალექსანდრე რაქვიაშვილი: გამიხარდება, კანდიდატის სტატუსს თუ მივიღებთ
მიხარია, რომ კანდიდატის სტატუსი შეიძლება მივიღოთ, გამიხარდება, როდესაც მივიღებთ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის მინიჭების მოლოდინთან დაკავშირებით განაცხადა.
„არანაირი პროგრესი არ იყო რეკომენდაციების შესრულების მხრივ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, განცხადებების დონეზე, მათ შორის, ევროპელების, იკვეთება, რომ პოზიტიური განწყობა აქვთ. მართალი გითხრათ, ჩემთვის რაღაცნაირად სულერთიც არის კანდიდატის სტატუსს ოთხი პუნქტის გამო მოგვანიჭებენ, თუ ხუთის. მიხარია, რომ კანდიდატის სტატუსი შეიძლება მივიღოთ, გამიხარდება როდესაც მივიღებთ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველო ევროკავშირისგან სამართლიან გადაწყვეტილებას ელოდება. მმართველ პარტიას სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვს.