ელისო ბოლქვაძე იურმალის მერს შეხვდა

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე – ელისო ბოლქვაძე, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლატვიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, იურმალის მერ რიტა სპროგეს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე რეგიონის განვითარებისთვის კულტურის მნიშვნელობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

ელისო ბოლქვაძე იურმალის მერის მოწვევით, იურმალის მუსიკალურ სკოლას ესტუმრა და სასწავლებლის ინფრასტრუქტურასა და შემოქმედებით პროცესს გაეცნო.

შეხვედრას პარლამენტის კულტურის კომიტეტის წევრი ბაია კვიციანი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიაში ირაკლი ყურაშვილი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები